Monday, June 23, 2014

ცოცხალი ისტორია

მინდა გიამბოთ ჩემი ისტორია. მეგობრის მეშვეობით მოვხვდი თქვენს ბლოგზე და საშუალება მომეცა ჩემი ‘’გულის ნადები’’გადმომეცა
ჩემი ინფიცირების ამბავი მესამე ბავშვზე ორსულობის დროს გავიგე,როცა ქალთა კონსულტაციაში მივედი აღრიცხვაზე.ეს ამბავი ჩემთვის იმდენად სტრესული და შოკისმომგვრელი იყო,რომ კარგა ხანს ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.ამას დაერთო ისიც რო ჯერ კიდევ სამშობიაროში რამოდენიმეჯერ გავხდი დისკრიმინაციის მსხვერპლი გასაკვირია მაგრამ  ყველაზე დიდი უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ რომ სამედიცინო პერსონალიდან მოდიოდა ,მაგრამ უფალს მინდა მადლი შევწირო,რომ ჩემს გვერდით ბევრი კარგი ადამიანი აღმოჩნდა,რომლებიც დამეხმარნენ,დამეძლია ეს პრობლემა.პირველ რიგში ესაა დედაჩემი,რომელიც მუდმივად და დღემდე მამხნევებს და გვერდში მიდგას ძლიერ საყრდენად,ყველანაირად მეხმარება...შემდეგ-შიდსის ცენტრის ექიმები,რომელთა მეშვეობითაც ჩემი მესამე შვილი ჯანმრეთელი დაიბადა...შემდეგ-მეგობრები,ახლობლები,ამავდროულად გავიცანი სხვა აივ-პოზიტიური ადამიანებიც და მივხვდი,მათი შემყურე,რომ ცხოვრება ჩვეულებრივ უნდა გამეგრძელებინა...საშინლად განვიცდიდი პირველი ორი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას,სანამ გავიგებდი,რომ ისინიც ჯანმრთელები იყვნენ.
დღეს უკვე ჩვეული ცხოვრებით ვცხოვრობ.იმ წყენამ და ტკივილმაც გამიარა,რომელიც თავიდან ჩემი მეუღლის მიმართ მქონდა.პერიოდულად ვიტარებთ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში მთავარია-ვიმყოფებით უფასო მკურნალობაზე..არ გვაწუხებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები,სამსახურიც დავიწყე და სახლიდან რომ გამოვედი,უფრო გამიადვილდა ყველაფერი...ახლა ერთადერთი,რასაც ველოდებით,ესაა იმედი,რომ სულ უახლოეს წლებში გამოვა აივ-ინფექციის განკურნების საბოლოო საშუალება და ეს პრობლემა დაძლეული იქნება საბოლოოდ.
ძალიან მიხარია,რომ მოვხვდი ამ ბლოგზე.იმედი მაქვს,ბევრ მეგობარს შევიძენ თქვენი დახმარებით.გისურვებთ ყველას წარმატებებს... 



აივ პოზიტიურთა  საადვოკაციო გჯუფის წევრი (PAPA - პოზიტიური დამოკიდებულება,პოზიტიური ქცევა )

                                                                                                                     

No comments:

Post a Comment