Monday, June 23, 2014

ცოცხალი ისტორია

გამარჯობა!
მე აივ-ინფიცირებული ვარ.ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი,შემთხვევით მოვხვდი აქ და გამიხარდა,რომ არსებობს .თქვენი მეშვეობით მაქვს იმის საშუალება,რომ ბევრ ‘’ჩემნაირს’’დავეკონტაქტო და დავუახლოვდე.
მინდა,გიამბოთ ჩემი ისტორია,რომელიც ვფიქრობ,რომ სტიმული იქნება ბევრი თქვენთაგანისთვის.
2002 წელს გავთხოვდი.მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი.ჩემი შეყვარებული(ამჟამად ჩემი მეუღლე)აივ-პოზიტიური გახლდათ და მე ეს მასთან შეუღლებამდე ვიცოდი.ჩემს განათლებას ხაზი იმიტომ გავუსვი,რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით,კარგად მქონდა გააზრებული მომავალი ‘’საშიშროება’’,რადგან იმ წლებში ჯერ კიდევ არ იყო აივ-ინფექციის მკურნალობა ასე პროგრესული და შედეგიანი,არც ამდენი სამკურნალო საშუალება არსებობდა და მითუმეტეს- მკურნალობის უფასო პროგრამა.
ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო,რომ ამ დაავადებაზე არც ‘’გვიფიქრია’’ სულის ჩაღრმავებამდე..დღეს უკვე 12 წლის ლამაზი,სიყვარულით ნაშენები ოჯახი გვაქვს,სიყვარულით,რომელმაც ‘’სიკვდილის შიშს’’სძლია...გვყავს ორი ჯანმრთელი შვილი.ჩვენ უკვე მკურნალობის უფასო პროგრამაში ვართ ჩართულნი და ეს დაავადებაც,უფლის წყალობით,არანაირად არ გვახსენებს თავს.
მე მინდა,მოგმართოთ თქვენ,რომ ცხოვრებაში არსებობს ძალიან ფასეული ღირებულებები,როგორიცაა სიყვარული და ოჯახი,და რაც მთავარია სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი და აუცილებლად უფლის რწმენა და ლოცვა.ილოცეთ,ჩემო მეგობრებო წრფელი გულით,ღმერთს სთხოვეთ თქვენი ჯანმრთელობა,სიცოცხლე,სიყვარული და განა სხვა რამ არის ამაზე მეტი ბედნიერება?მინდა,გისურვოთ,რომ არასდროს დაგეკარგოთ უფლის და მომავლის იმედი,და ნახავთ,თუნდაც ჩემი მაგალითიდან გამომდინარე,რომ ყველაფერი კარგად იქნება...
გისურვებთ წარმატებებს....


  აივ პოზიტიურთა საადვოკაციო გჯუფის წევრი (PAPA - პოზიტიური დამოკიდებულება ,პოზიტიური ქცევა)

No comments:

Post a Comment