Monday, June 23, 2014

ცოცხალი ისტორია

გამარჯობა,მეგობრებო!

თქვენი ბლოგის საშუალებით მეც შევძლებ,გიამბოთ ჩემი ამბავი. აივ-ინფიცირებული ვარ.ჩემი დიაგნოზი სულ შემთხვევით გავიგე დაახლოებით რვა თვის უკან,როცა სხვა მიზეზის გამო მომიხდა კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება...ეს დიაგნოზი ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო...რამოდენიმე წუთი ისტერიულად ვიცინოდი,ვერ გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს თავს..შემდეგ თანდათან დავმშვიდდი,რადგან შიდსის ცენტრში ძალიან თბილად მიმიღეს.გამიწიეს სრულყოფილი კონსულტაცია,ფსიქოლოგსაც გავესაუბრე და დღეს უკვე აღარ მაშინებს ჩემი დაავადება,რადგან ვიცი,რომ სადღეისოდ არსებული მკურნალობის წყალობით ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
ამასობაში,ღმერთის და ექიმების მადლით ალბათ გამოვა სამკურნალო საშუალება,რომელიც მოახდენს ვირუსის საბოლოო ერადიკაციას ორგანიზმიდან.
მეორე რთული მომენტი ის იყო,რომ ჩემი პარტნიორისთვის აუცილებლად უნდა მეთქვა ჩემი დიაგნოზის ამბავი.მართალი გითხრათ,ფსიქოლოგიურად არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა,მაგრამ ესეც გადავლახე.სამწუხაროდ,ისიც პოზიტიური აღმოჩნდა...დასაწყისში მანაც ცოტა ინერვიულა ამაზე,მაგრამ დღეს უკვე ერთად ვიტარებთ მკურნალობის კურსს,ერთმანეთს ჩვენს განცდებს ვუზიარებთ უფრო გულახდილად და ვეხმარებით ერთურთს.დიახ,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ამ დაავადებამ თითქოს უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან და გაამტკიცა ჩვენი კავშირი...ახლა უფრო მეტად ვჭირდებით ერთმანეთს...

ასე,რომ მეგობრებო,არ იდარდოთ არაფერზე,გაითვალისწინეთ და შეასრულეთ ზედმიწევნით ექიმის რეკომენდაციები,მიენდეთ უფალს და ყველაფერი კარგად იქნება...


დათო .დ 

No comments:

Post a Comment